Skip to content

You are not logged in. Register orLog In

start:

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება OpenOffice.org: პროექტის გვერდზე

OpenOffice.org გახლავთ ღია წყაროზე დაფუძნებული პროექტი მისიით: "მონაწილე საზოგადოების საშუალებით, შექმნას წამყვანი საერთაშორისო საოფისე პაკეტი, რომლის გამოყენებაც ყველა ძირითად პლატფორმაზე/ოპერაციულ სისტემაში იქნება შესაძლებელი და შეთავაზებს მომხმარებელს გამოიყენოს მისი სრული ფუნქციები და მონაცემები ღია კომპონენტებზე დაფუძნებული API-სა და XML-ზე დაფუძნებული ფაილის ფორმატის საშუალებით.

OpenOffice.org ასევე თვითონ გახლავთ ის პროდუქტი, რომელიც ამ კონტექსტით იქმნება. იგი წარმოადგენს ყველასათვის უფასო საოფისე პაკეტს, რომელსაც გააჩნია ტექსტის რედაქტირების, ტაბელური კალკულაციის, ვექტორული გრაფიკისა, HTML ფორმატისა და პრეზენტაციების მოსამზადებელი მოდულები. მისი ფუნქციონალურობა თავსებადი ფართოდ გავრცელებულ (კომერციულ) საოფისე პროდუქტებთან და სწორედ მათ ალტერნატივად უნდა იქნეს განხილული. ვინაიდან მისი მოპოვება/ გამოყენება უფასოდ არის შესაძლებელი, ადვილია მისი გამოცდა კონკრეტული ამოცანის ამოსახნელად. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ვერსიებმა კარგად აჩვენა პროდუქტის მრავალმხრივი გამოსადეგობა და მრავალი სახის ამოცანის ამოსახსნელად თავსებადობა.

გახლავთ OpenOffice.org -ის საქართველოსათვის და ქართულენოვანი მომხმარებლისათვის განკუთვნილი ქვე-პროექტი, რომლის მიზანია პროექტი და თვითონ პროდუქტი ქართულენოვანი მომხმარებლისათვის ადვილად ხელმისაწვდომი და გამოსადეგი გახადოს.

პროექტი ყურადღებას ამახვილებს OpenOffice.org -ის ისეთ ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქართულენოვანი მომხმარებლისათვის და როგორიც არის:

  • ქართულ ენაზე ინფორმაციის არსებობა (ვებ გვერდები და სახელმძღვანელოები/დოკუმენტაცია).
  • პროდუქტის ქართულენოვანი ვერსიების აქტუალური გამოშვებების არსებობა.
  • პროდუქტის სხვადასხვა სერვერზე განთავსება, რათა ადვილად იყოს იგი ხელმისაწვდომი ქართულენოვანი მომხმარებლისათვის.
  • პროდუქტის ქართულ ენაზე ლოკალიზების (გაქართულების) უზრუნველყოფა და ხელშეწყობა.
  • სხვადასხვა სახის ენათა ინსტრუმენტების (მაგ. მართლწერის შემოწმება) დანერგვა და გაუმჯობესება.
  • ქართულენოვან მოსახლეობაში/ საზოგადოებაში, სკოლებში, საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებში და კომერციულ საწარმოებში OpenOffice.org პროდუქტის წარდგენა, გავრცელება და რეკლამა.

პროექტის მიზანი არსებული OpenOffice.org პროექტის გავრცობა/დამატებაა და არ ცვლის მას. სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ მრავალი ბმული თქვენ პროექტის ინგლისურენოვანი შინაარსის მქონე გვერდზე გადაგიყვანთ.

ნავიგაცია: მარჯვენა მხარეს თქვენ ნახავთ განთავსებულ ბმლებს, რომელბიც პროექტის სხვადასხვა თემაში გადაგიყვანთ.
პროექტში შემავალი ეს გვერდები, თავის მხრივ, ძირითად და ბევრად უფრო ვრცელ OpenOffice.org -ის ვებ-გვერდის ნაწილია და მასშია ჩართული. გვერდის თავში და მარცხენა მხარეს თქვენ იპოვით ინგლისურენოვან ბმულებს, რომლებიც პროექტის სასურველ გვერდზე გადაგიყვანთ

ა.კ.

 

 

 
ქართული OOo
შესავალი
პროდუქტის შესახებ
აღწერილობა
გადმოტვირთვა
CD-დისკი
მართლწერის შემოწმება
პროექტის შესახებ
აღწერილობა
კითხვა-პასუხი
დახმარების მიღება
საფოსტო გზავნილთა სიები
სახელმძღვანელო
მონაწილეობის მიღება
პროექტში გაწევრიანება
ხარვეზების შეტყობინება
საკონტაქტო ინფორმაცია
საფოსტო გზავნილთა სიები
ელფოსტის მისამართები
სხვა
წევრები
სამართლებრივი მხარე